გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება. ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.
👉 პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
🔹 გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.
👉 მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. 📍 სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს - https://docs.google.com/…/1FAIpQLScxoqT9YdciI9MtVa…/viewform
👉 ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
🔹 დოკუმენტაციის გადარჩევა;
🔹 გასაუბრება;
👉 ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
🔹 ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
🔹 პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
🔹 ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
🔹 პროექტების წერა;
🔹 ემოციური კაპიტალი;
👉 გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება.
ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე : 599 85 17 47;