“გლოუ საქართველო” 2014 წელს ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციად, რომლის მისიაა გოგონების გაძლიერება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორებს მოუწევთ 6 თვის განმავლობაში, კვირაში დაახლოებით 5-10 საათის გამოყოფა კონკრეტული დავალებების შესასრულებლად.
ბანაკის ან კონფერენციის ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა სტაჟიორებმა შეითავსონ ლიდერების როლიც.
სტაჟირება მოხალისეობრივია, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ 18 წლის გოგონებს.
სტაჟირების კრიტერიუმები:
• არასრულწლოვან მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
• პროექტის წერის გამოცდილება
• სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში/ სამოქალაქო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება
მოვალეობები :
• პროექტების განრიგის შედგენა
• ბორდის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია
• ბანაკის აქტივობებისა და სესიების დაგეგმვა
• ორგანიზაციის ფაილების/ ფოტო-ვიდეო მასალის მართვა და დახარისხება
• უცხოელ დონორებთან კომუნიკაცია( საჭიროების შემთხვევაში) უნარები:
• ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ( მინ. B2 )
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
• პუნქტუალურობა
• კრეატიულობა • პასუხისმგებლიანობა
• ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.linkedin.com/company/glow-georgia/