საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი აცხადებს მიღებას პროექტში - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ - “VIBEs for youth”.
რას გთავაზობთ ჩვენ?
პროფესიული განათლების მიღებაში მხარდაჭერას;
ღია შრომის ბაზარზე სტაჟირება/დასაქმებაში ხელშეწყობას;
მცირე ბიზნესის დაფინანსებასა და განვითარებაში ხელშეწყობას;
პროექტი ხორციელდება სამ რეგიონში: თბილისში, გორსა და თელავში;
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაივლიან სატრენინგო კურსებს:
ცხოვრებისეული უნარების შესახებ;
დასაქმების უნარების შესახებ;
მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც:
არიან სოციალურად დაუცველი პირები;
არიან მარტოხელა ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები; არიან იძულებით გადაადგილებული პირები;
არიან ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები; არიან ქვიარ თემის წარმომადგენლები;
ქვთ ან ჰქონდათ კანონთან კონფლიქტი; აქვთ ძალადობის გამოცდილება;
აქვთ შეზრუდული შესაძლებლობები;
იზრდებიან ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში ან აქვთ ასეთი გამოცდილება;
მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული და ჩვენ დაგიკავშირდებით: https://docs.google.com/.../1FAIpQLSdHwrOb9Da.../viewform ან გვეწვიოთ მისამართზე - ალ. ყაზბეგის N53, სად. I, სართ. 2, ბ. 4; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 სთ-დან 17 სთ-მდე;
პროექტის ფარგლებში თქვენ მოგემსახურებიან, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ქოუჩი და დასაქმების კონსულტანტი. პროექტში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ატვირთულ ფაილში.