სსიპ “საქართველოს ეროვნული არქივი” აცხადებს სტაჟირებას ფოთის ადგილობრივ არქივში.
სტაჟიორის ფუნქციები:
• ფოთის ადგილობრივი არქივის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
• საარქივო მონაცემების მოძიებასა და შესაბამისი ინფორმაციის (ცნობა, წერილი) მომზადება-გაცემაში მონაწილეობის მიღება;
• უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“.
დამატებითი ინფორმაცია:
სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
სტაჟირების განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
სტაჟირებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხ: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80230?active=1
გისურვებთ წარმატებებს !