აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.
ახალი კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდება. მაგალითად, საკონკურსო პროექტი შეიძლება იყენებდეს ციფრულ გადაწყვეტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის/შეფასების გასაუმჯობესებლად, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მონაცემების შესაგროვებლად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ან ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესებული სისტემების შესაფასებლად თუ მხარდასაჭერად.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.
კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდიები გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://rb.gy/ju0e9