შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის მოხალისეების შესარჩევად.
მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური სერვისების განვითარება, საგანმანათლებლო სისტემაზე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის ჰარმონიზების ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან.
სასურველია ორგანიზაციაში იმუშაონ კვირაში მინიმუმ 10 საათი, თვეში 40 საათი;
გრაფიკი შეთანხმებით, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სასწავლო პროცესში, შიდა და გარე ღონისძიებებში.
პრაქტიკის ხანგრძლივობა: 3-6 თვე
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის;
** ოკუპაციური/მეტყველების თერაპევტის;
** სპეც.მასწავლებლის;
** სამხატვრო აკადემიის სტუდენტი/კურსდამთავრებული.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 30.08.2023
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=480918