ახალგაზრდობის სააგენტო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს!
🔹 პროექტი ნაწილია პროგრამისა „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ.
🔹 კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.
🔹 კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 20 000 ლარით დაფინანსდება.
ძირითადი მოთხოვნები:
👉 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-იდან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.
👉კონკურსის მონაწილე კანდიდატი:
ა) თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი);
ბ) უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას;
გ) იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
განაცხადის შეტანა შეგიძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@youthagency.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://drive.google.com/drive/folders/1s2ZGBE_yauIgN2RBvm47OZRV0JhTWtEb