1 ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპირო,
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მესამედ უერთდება და აცხადებს ფოტოკონკურსს, სახელწოდებით „დაიჭირე ფინანსური კადრი“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება; ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება; ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.
კონკურსის ფარგლებში ფოტო ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს კონკურსში ჩასართავად ევალებათ, გადაიღონ ფოტოსურათი ფინანსური განათლების თემაზე, მოიფიქრონ შესაბამისი სლოგანი და იდეის აღწერა. ფოტოსურათზე აღბეჭდილი კადრი უნდა ატარებდეს საინფორმაციო, მამოტივირებელ ან გამაფრთხილებელ იდეას.
კონკურსის დეტალები შეგიძლია იხილოთ : https://shorturl.at/KOZ03