✨ასოციაცია "ათინათი" აგრძელებს USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას" ფარგლებში ახალი წევრების მიღებას.
🎯 თუ ხარ 14-29 წლის ახალგაზრდა შემოუერთდი "ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრს.
🔰ახალგაზრდული ცენტრის ძირითადი მიზნებია: - ახალგაზრდების გაძლიერება, მათი სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაცია. შესაბამისი ტრენინგებისა და საგანმანათლებლო შესაძელბლობების უზრუნველყოფა. სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა; - ახალგაზრდების ეკონომიკური ინტეგრაცია, შრომის ბაზართან შესაბამისი უნარების გაუმჯობესება, ახალგაზრდების სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა.
✅ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
- ახალგაზრდული ცენტრის ეკონომიკური ინტეგრაცია;
- საკვანძო კომპეტენციებისა & სასიცოცხლო უნარების განვითარება;
- ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;
- ამერიკული და დასავლური განათლების შესახებ ინფორმირება;
📌თუ გაქვს სურვილი, იყო ახალგაზრდულ ცენტრის წევრი და განვითარდე აღნიშნული მიმართულებებით, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.