თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს* მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 1 ოქტომბრამდე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას.
ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროგრამამ გამოაცხადა და ის განკუთვნილია ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. მათ უნდა სურდეთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად უნდა იყვნენ სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და იმუშავებენ ერთად თავიანთი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ მეტის გაგება შესაძლებელია: https://euneighbourseast.eu/ka/young-european-ambassadors/apply/