Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

98

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

313

logo



Login
ჩაერთე ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაში
10 Jun. 2020
-
29 Jun. 2020
/

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N: 76ბ

Youth Agency
226 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდების საჭიროებების, ინტერესებისა და დამოკიდებულებებისშესწავლის მიზნით კვლევას იწყებს. აღნიშნული სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის,“ ფარგლებში ხორციელდება და მოიცავს 10 რეგიონის საპილოტე მუნიციპალიტეტებს. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ვინაიდან პოლიტიკის შექმნისას მტკიცებულებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 

კვლევის ფოკუსს წარმოადგენს:

  • ახალგაზრდების პრობლემები და გამოწვევები;
  • ახალგაზრდების საჭიროებები;
  • ახალგაზრდების შესაძლებლობები;

კვლევა შეეხება ახალგაზრდების უფლებებთან წვდომას, დასაქმებას, განათლებას, მონაწილეობას, ცხოვრების სტილს, ჯანმრთელობას და სხვა მომიჯნავე საკითხებს.

კვლევა მოიცავს სამაგიდე, რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს და ისეთ მეთოდოლოგიებს, როგორიცაა დისკრუსის კვლევა, შედარებითი ანალიზი, ფოკუს ჯგუფები, სატელეფონო ჩაღრმავებული ინტერვიუები და ა.შ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაოდენობრივი კვლევა ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით. კვლევის ეს ნაწილი 10 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება, მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს (14–29 წელი) რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებს.

კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია და კითხვარი იხილეთ ბმულზე:   https://bit.ly/3cQzNxh

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააგენტოსთან ერთად კვლევის პროცესში, როგორც  კოორდინაციის, ისე აღსრულების ნაწილში, ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ორგანიზებული, „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების ოთხეტაპიანი პროგრამის პირველი ნაბიჯი უკვე გაიარეს.  მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში ხუთდღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც გაუმყარებთ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ.

რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  • სამიზნე მუნიციპალიტეტების შესარჩევად, სააგენტო 10-ვე რეგიონის 64–ვე მუნიციპალიტეტს ეწვია, ადგილზე გაეცნო ახალგაზრდულ სფეროში არსებულ საჭიროებებს, გაითვალისწინა მათი გამოწვევები და სფეროს ექსპერტების რეკომენდაციები რის საფუძველზეც საპილოტედ 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტი შეირჩა, (ქობულეთი, ოზურგეთი, ონი, ზუგდიდი, მესტია, ქუთაისი, გორი, თიანეთი, დმანისი, სიღნაღი და ახალციხე) https://bit.ly/2MTMcGh
  • შერჩეულ მუნიციპალიტეტების მერებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა: https://bit.ly/2Yos0BE;
  • საპილოტე მუნიციპალიტეტების თანამშრომლების „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ დიტანციურად გადამზადების პირველი ეტაპი განხორციელდა: https://bit.ly/3cXfmyC;
  • იხილეთ ტრენინგის მიმდინარეობა: https://bit.ly/3cTgLXe;
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N: 76ბ
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)