კულტურის სამინისტრო პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსს აცხადებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა.
პოზიციაზე გამოცხადებულია არაანაზღაურებადი სტაჟირება. ადგილების რაოდენობა - სამი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 ოქტომბერია.
პოზიციის დასაკავებლად აუცილებელია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მედიახელოვნებისა ან/და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში უმაღლესი განათლება;
შესაძლებელია კანდიდატი იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.
კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობებია:
მედიამონიტორინგის მიმართულებით საქმიანობა; სამინისტროს ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; მედიისათვის მასალების მომზადება და გადაგზავნა; ყოველდღიური პრესის დაიჯესტის მომზადება; უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პოზიციის შესაბამის კრიტერიუმებს, მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში და წარმატებას უსურვებს ყველა განმცხადებელს.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/81296…