საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით 17, 24 და 31 ოქტომბერს გაიმართება ტრენინგების კურსი „ გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.
კურსის მიზანია ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თვითდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციისა და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგი საშუალებასაც აძლევს.
კურსის განმავლობაში განხილულ იქნება საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით:
შეხვედრა #1 ( 17 ოქტომბერი) - ქალები კარიერის საწყის ეტაპზე
შეხვედრა #2 (24 ოქტომბერი) - ბიუჯეტირება
შეხვედრა #3 (31 ოქტომბერი) - დაზოგვა
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერსებულ ქალს ,რომელსაც სურს ცოდნა გაიღრმავოს ზემოთ აღნიშნულ საკითებზე.
როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რომელიც დაიდება 9 ოქტომბრის 18:00 საათზე და პირველი 25 დარეგისტრირებული ავტომატურად გახდება პროექტის მონაწილე, ამიტომ თვალი ადევნეთ რეგისტრაციის გამოცხადებას.
შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სამივე ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა)
მონაწილეობა უფასოა და კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრენერები: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები.
თარიღი : 17, 24 და 31 ოქტომბერი.
დრო : 18:00 - 20:00 საათი.