📢 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი აცხადებს სტაჟირებას!
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
• ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანა;
• მონაცემთა ბაზებში ობიექტების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში არსებული არქიტექტურის ტექნიკურად დახვეწა;
• მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავების, სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;
სტაჟირების რაოდენობა:
ვებ რესურსების მართვის სამმართველოს (6 სტაჟიორი)
სისტემური არქიტექტურის და მონაცემთა გაცვლის სამმართველოს (4 სტაჟიორი)
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მიუთითონ რეკომენდატორი;
• წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
სტაჟირებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/81229?active=1