Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

logo



Login
მოიპოვე სახელმწიფო დაფინანსება და გახდი მოთხოვნადი IT სპეციალისტი
02 Oct. 2023
-
20 Oct. 2023
/
7 ინოვაციების ქუჩა, Tbilisi, Georgia
წასვლა
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს სასწავლო გრანტების კონკურსს. 

სასწავლო გრანტის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-პორტალზე doit.gov.ge, აირჩიოთ სასურველი ტრენინგ-კურსები (არაუმეტეს 5 კურსისა), დაალაგოთ პრიორიტეტულობის მიხედვით (პირველი უნდა იყოს ის კურსი, რომელზეც ყველაზე მეტად გსურთ მოხვედრა), ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა, რომელიც შედგენილია საერთაშორისო კომპანია TestGorilla-ს მიერ და მოხვდეთ საუკეთესოებს შორის.

პორტალზე ხელმისაწვდომია კურსები დიზაინის, მართვისა და პროგრამირების მიმართულებით. თითოეული მათგანი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:

დიზაინი: გრაფიკული დიზაინი (Photoshop, Illustrator), UX/UI დიზაინი;

მართვა: IT პროექტების მართვა Agile (Scrum, Kanban), ხარისხის მართვა (QA);

პროგრამირება: HTML, CSS, Javascript + Framework (Angular / React), C# + .Net, Java + Spring, Python + Django

თუ თქვენ არჩეული გაქვთ სამივე მიმართულების კურსი (დიზაინი, პროგრამირება და მართვა), მაშინ  უნდა დაწეროთ სამივე გამოცდა.  გამოცდის შედეგების მიხედვით 1000 საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ჩაირიცხება მისთვის სასურველი კურსებიდან ერთ-ერთზე, სარეიტინგო ქულის მიხედვით.

ერთერტაპიანი კურსისთვის გრანტის მოცულობა არის არაუმეტეს 1000 ლარი, ხოლო ორეტაპიანი კურსისთვის არაუმეტეს 2000 ლარი.  ერთეტაპიანი კურსი გულისხმობს ტრენინგთა სერიას, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა 42 საათია,  ორეტაპიანი კურსი კი მოიცავს ტრენინგთა სერიას, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა 84 საათია.

გაეცანით მრავალფეროვან კურსებს ჩვენს პორტალზე და მოიპოვეთ დაფინანსება.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით: https://doit.gov.ge/news/6255c6bd-92c5-4a04-ad20-8e0999060794

#Innovations and Technology
#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
7 ინოვაციების ქუჩა, Tbilisi, Georgia
https://doit.gov.ge/
https://www.facebook.com/DoITinGeorgia?mibextid=LQQJ4d
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)