📢👩🌾🍇 აგროსკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება!
👫 თუ ხარ აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, გინდა მიიღო ცოდნა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გაქვს სურვილი, ჩაერთო აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ეს პროგრამა შენთვის არის.
🧑🌾 აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.
🐝 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას ფერმერული მეურნეობის, ღვინის ისტორიის, მებოსტნეობის, მეფუტკრეობის, აკვაკულტურის, ვეტერინარიისა და ნიადაგმცოდნეობის, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობის, ბიომეურნეობის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ.
✅ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.
👉 აგროსკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე -https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/4123