📣 საინიციატივო ჯგუფი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად, აცხადებს მიღებას შემოქმედებით კონკურსს ,, მაღალმთიან აჭარაში გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები’’
▶️საკონკურსო ნამუშევარი შეიძლება იყოს: ფოტოსურათი, ვიდეო, ნაქარგი, ნახატი, კარიკატურა, პოსტერი, სპექტაკლი, ესსე, ლექსი თუ მრავალი სხვა.
▶️ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქედის, შუახევის და ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან (მე-10 -მე12 კლასის მოსაწავლეებისგან) შემდგარ მაქსიმუმ 3 წევრიან ჯგუფებს (ჯგუფში აუცილებლად უნდა იყოს 1 გოგონა /ქალი მაინც). კონკურსში მონაწილეობა დასაშვებია ინდივიდუალურად წარმოდგენილი განაცხადითაც.
📣 შერჩეული მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ინვენტარით მაქს. 150 ლარამდე ოდენობის ფარგლებში.
🎉ყველაზე მაღალი შეფასებების მქონე მონაწილეები დაჯილდოვდებიან „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://shorturl.at/BHX05
✅პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დააფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.