🆕 სიხარულით გაცნობებთ, რომ ნიკო კეცხოველის პრემია 2024 და ეკოკლუბების რეგისტრაცია დაიწყო!
🧍♀🌍🧍 ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.
✅ 2023-2024 წლის საკონკურსო თემაა - იმოქმედე კლიმატისთვის.
🚀 შენც შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი. შემოუერთდი კონკურსს დღესვე, იაქტიურე, მიიღე გამოცდილება და პრიზები.
🔎 კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში: https://shorturl.at/eAKQ9
გაეცანით აგრეთვე პროექტის გზამკვლევს ატვირთულ ფაილში.