სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” და აჭარის “ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი” აცხადებენ ახალგაზრდების მიღებას საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის. ღონისძიება ორგანიზებულია ევროსაბჭოს კამპანიის “დემოკრატია აქ/დემოკრატია ახლა”-ს ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას დემოკრატიულ ცხოვრებაში.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- იყო ახალგაზრდა აქტივისტი, ახალგაზრდული ჯგუფის/ახალგაზრდული ორგანიზაციის/ახალგაზრდული პროექტის წარმომადგენელი, ახალგაზრდული მუშაკი, ადგილობრივი ან ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი ჩართული ან დაინტერესებული ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდასაჭერად;
- იყოს მოტივირებული და ჰქონდეს დაინტერესება ჩაერთოს შემდგომ ქმედებებში ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე;
- რეზიდენტი იყოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში;
- შეძლოს ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად კომუნიკაცია.
მონაწილეთა ტრანსპორტირება, კვება და განთავსება უზრუნველყოფილია “ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის” მიერ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://drive.google.com/file/d/1ynnr44zU1BWFhqbYsm3LwyMZJXMMSKf6/view
გისურვებთ წარმატებებს !