"მშვიდობის, დიალოგისა და ახალგაზრდების გაძლიერების სკოლა" CPCD იწვევს მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს - მშვიდობის, დიალოგისა და ახალგაზრდების გაძლიერების სკოლაში - School for Dialogue, Peace, and Youth Empowerment - მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობის სფეროში მომუშავე პროფესიული ჯგუფების ჩამოყალიბებას, ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
პროექტის პირველ ეტაპზე - ქვეყნის 24 წამყვანი პრაქტიკოსი ექსპერტი მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და მედიის მიმართულებით მონაწილეებს გაუზიარებს აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების წარმოშობის ისტორიაზე, გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, საზოგადოებრივ, სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში არსებულ ნარატივებზე, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივებზე.
პროექტის დამატებითი ღონისძიებები:
** პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში;
** სკოლის წარმატებული მონაწილეები მოიპოვებენ სტიპენდიას და 2 თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას თემატურ არასამთავრობო ორგანიზაციებში გამოცდილ ექსპერტებთან ერთად.
** კონკურსის გზით შერჩეული 5 მონაწილე გაემგზავრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტზე.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 23-დან 35 წლამდე კონფლიქტებითა და სამშვიდობო პოლიტიკით დაინტერესებულ პირებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** კანდიდატი, სასურველია, იყოს საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ან მომიჯნავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე (როგორც მეტყველება, ასევე წერითი უნარები, მინიმუმ B2 დონე.). დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@cpcd.org.ge
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 8 ნოემბერი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=499533