“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” აცხადებს სტაჟირებას აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თელავის რეგიონულ ოფისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულობა;
** ფერმერებთან კომუნიკაცია; ფერმერების მოწვევა დაგეგმილ შეხვედრებზე;
** ახალი ფერმერების გაწევრიანება ასოციაციაში;
** საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პლატფორმაზე agromap.ge ახალი ობიექტების დამატება;
** ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე ფერმერებისათვის კონსულტაციების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
** აგრარული სექტორის ტენდენციების, ტექნოლოგიისა და სიახლეების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
გარანტიები:
** სტაჟირების პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
** სამუშაო განაკვეთი: არასრული
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სტაჟირების ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
გისურვებთ წარმატებებს !