Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
საერთაშორისო ვებინარი: შესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაში Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
საერთაშორისო ვებინარი: შესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაში
13 Nov. 2023
-
24 Nov. 2023
Association of Young Reformers of Georgia
2 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტსა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ინიციატივის „ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე“ ფარგლებში, გიწვევთ ვებინარზე „შესავალი პოსტ-კონფლიქტურ მართლმსაჯულებაში“ დასასწრებად, რომელიც თბილისის დროით 29 ნოემბრის 19:00 საათზე გაიმართება.

ვებინარს წარუძღვება ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიის პროექტის ოფიცერი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის (QMUL) დოქტორანტი საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) სისხლის სამართლისა და ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი, პაულინ მარტინი.

პაულინ მარტინის სპეციალიზაციას განეკუთვნება საერთაშორისო სისხლის სამართალი და გარდამავალი მართლმსაჯულება. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობას, მათ შორის, გახლდათ ლიბანის სპეციალური ტრიბუნალის კონსულტანტი. პაულინე ასევე ჩართული იყო ბრაზილიის ამაზონში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ჩადენის შესახებ ICC-ის პროკურორთან კომუნიკაციის შედგენაში.

პაულინ მარტინის აქვს ბრიუსელის უნივერსიტეტში (ბელგია), ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტსა (გაერთიანებული სამეფო) და ოქსფორდის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) სწავლების გამოცდილება საერთაშორისო საჯარო სამართლის, სისხლის სამართლისა და სამართლისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ვებინარს მოდერირებას გაუწევს საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ჩაჩხიანი.

ვებინარში მონაწილეობა უფასოა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, არა უგვიანეს 20 ნოემბრისა, შეავსოთ შესაბამისი ფორმა: https://forms.gle/FZW3XrDGVygR8VWN6

#Human Rights
#Democratic Participation
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
გაიცემა თუ არა სერტიფიკატი?
დიახ
რამდენ ხანს გაგრძელდება ვებინარი?
ვებინარის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს
რა ენაზე ჩატარდება?
ვებინარის სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)