📣საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტის (ifa) 2024 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე „Cross Culture“ განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი.
საზღვარგარეთთან ურთიერთობების ინსტიტუტი (ifa) იწვევს პროფესიონალებს და მოხალისეებს პოლიტიკისა და საზოგადოების, მედიისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროებიდან!
🌎 Cross Culture-პროგრამა მოიცავს:
✅ 2-3 თვიან პრაქტიკას გერმანიის ან პროგრამის პარტნიორი რომელიმე ქვეყნის ერთ-ერთ ორგანიზაციაში
✅ სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე
✅ CCP-ის სტიპენდიატთა და პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელში ჩართვას
✅ ფრენის, ვიზისა და ბინის ხარჯებს და ყოველთვიურ თანხას
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ifa.de/en/
გისურვებთ წარმატებებს !