სათემო ფონდი - ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის (CFUPC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC), ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ახალგაზრდების მზაობა თემის განვითარებისთვის” ფარგლებში აცხადებს იდეების კონკურსს ახალგაზრდებისთვის.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების დემოკრატიული კომპეტენციის განვითარებას, სათემო ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობის წასახალისებლად.
სათემო ფონდი იწვევს გურიის რეგიონში მცხოვრებ 13-დან, 18 წლამდე ახალგაზრდებს იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იდეების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო ინიციატივებს, დაეხმაროს მათ საპროქტო ინიციატივების მომზადებისა და განხორციელების სწავლებაში.
საილუსტრაციოდ მხარდაჭერილ იქნება ისეთი ინიციატივები, რომელიც გულისხმობს:
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიებს აქტუალურ და მნიშვნელოვან
საკითხებზე;
- თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირებასა და მათი გავლენის კვლევას;
- ახალგაზრდული ჯგუფების შექმნასა და განვითარებას;
- საგანმანათლებლო ღონისძიებებს (ტრენინგებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს) ;
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები იხილეთ: https://bit.ly/41QVkB0
განაცხადები გამოგზავნილ უნდა იქნას მეილზე: fund.upc@gmail.com 2024 წლის, 22 იანვრის დღის 18:00 ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.