“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ახალგაზრდების მიღებას უფასო ტექნოლოგიურ კურსებზე;
👉შეარჩიე შენთვის სასურველი კურსი და დარეგისტრირდი🚀
💻თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.
👩💻 პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება: სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში.
🎨გრაფიკული დიზაინი/UI/UX Design: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსის პირველი ეტაპი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, მომდევნო ეტაპზე კი UI/UX Design-ს.
⚙️ვებ – პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript, Python-ის შესწავლა.
✅ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 თებერვალი