“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” (რონდელის ფონდი) აცხადებს მიღებას 2-თვიანი სტაჟირების პროგრამაზე. სტაჟიორის მთავარი პასუხისმგებლობაა, მონაწილეობა მიიღოს ფონდის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სტაჟიორი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერსა და ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
სტაჟირების პერიოდი: 2024 წლის 12 თებერვალი-12 აპრილი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: apply@gfsis.org.
გთხოვთ პოზიციის დასახელება “სტაჟიორი” მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 იანვარი, 18:00.