📢USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, იწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას მოსწავლეებისთვის.
📢ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად და მასში ჩართვა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან;
📢ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს საიტზე www.civicscontest.ge და გაგრძელდება 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველი მოსწავლე, საჭიროა, პირველ რიგში, დარეგისტრირდეს საიტზე, შემდეგ კი დამატებით გაიაროს რეგისტრაცია მიმდინარე ოლიმპიადაზე.
📢დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://civicscontest.ge/current_olympics
გისურვებთ წარმატებებს !