🔊გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა France Excellence 2024-2025 საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
📊საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, უკვე მე-9 წელია, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება მაგისტრატურის საფეხურზე და სწავლა საფრანგეთის უნივერსიტეტებში განაგრძონ.
⏱ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში, 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
📊წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/eovEM
გისურვებთ წარმატებებს !