📣📣📣 გამოცხადდა სტაჟირება აშშ-ის საელჩოს ფინანსურ განყოფილებაში.
სამუშაო საათები: ნახევარ-განაკვეთი; 20-30 საათი კვირაში;
ხანგრძლივობა: 6 თვე;
ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში: მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
საჭირო კვალიფიკაცია:
** უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტი და ან ჰქონდეს საუნივერსიტეტო ხარისხი ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური და ქართული ენების ფლობა;
** MS Office Suite-სა და MS Excel-ის ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 თებერვალი
სტაჟირებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/internship/
გისურვებთ წარმატებებს !