📣 თუ შენი ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებ, მაშინ ეს პროექტი „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ შენთვისაა;
🤝 პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ “სავაჭრო სამრეწველო პალატასა” და “საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" თანამშრომლობითა და ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
✏️ პროექტი ასევე ითვალისწინებს:
🔘 ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას,
🔘 ექსპერტების მასტერკლასებს,
🔘 ინდივიდუალურ მენტორობასა და
🔘 ინოვაციურ ბიზნეს სიმულატორს თქვენი ბიზნეს უნარების პრაქტიკაში გადმოსატანად.
👩💼 პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქალს, ვისაც რეგიონებში (გარდა თბილისისა) აქვს მოქმედი ბიზნესი.
🖊 შეავსე აპლიკაცია 2024 წლის 22 თებერვლამდე და გახდი პროექტის გამორჩეული მონაწილე.
🔗 აპლიკაცია მეწარმეებისთვის აგრობიზნესის/აგროტურიზმის სექტორში: http://tinyurl.com/3d4nbc5s
🔗 აპლიკაცია მეწარმეებისთვის ყველა სხვა დანარჩენ სექტორებში: http://tinyurl.com/jmwntxn2
ინიციატივა „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
