საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივითა და Business Insider Georgia-ს პარტნიორობით აცხადებს ბიზნეს ბლოგების კონკურსს თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო - კანდიდატის სტატუსი: ახალი შესაძლებლობები და განვითარება“.
🌟 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.
ბლოგი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში. ბლოგის ტექსტის მოცულობაა 300-დან 600 სიტყვამდე. ბლოგი უპირატესად უნდა წარმოადგენდეს ავტორის პირად მოსაზრებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბლოგში წარმოდგენილია ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას უნდა მიეთითოს შესაბამისი ინფორმაციის წყარო.
👉 კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ: https://forms.office.com/e/tpgGQ3CRaF
გისურვებთ წარმატებებს !