საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აცხადებს შიდა ქართლში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების განაცხადების მიღებას ტრენინგ-პროგრამაზე 📣📣📣
📌 თემა - ახალგაზრდების თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმები და მათზე მორგებული საჯარო სერვისების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება 👥🏛️
🎯 ორდღიან ტრენინგ-პროგრამისთვის შიდა ქართლიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან შეირჩევა 20-20 ახალგაზრდა, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა მოწყვლადი ახალგაზრდები. ტრენინგები ჩატარდება გორში, ბათუმსა და ახალქალაქში/ახალციხეში.
🔗 მონაწილეობისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/nrNQT
პროგრამა ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ევროკავშირისა (EU) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფინანსური მხარდაჭერით პროექტ “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში.