Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - საგრანტო კონკურსი დაიწყო! Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

logo



Login
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - საგრანტო კონკურსი დაიწყო!
14 Feb. 2024
-
25 Feb. 2024
/
76b ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi, Georgia
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“. 

 

✅ კონკურსის მონაწილე კანდიდატი: 

🔹 თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); 

 

🔹 უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; 

 

🔹 იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. 

 

🔹კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 25 წლამდე (კონკურსის  დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს)  ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი  განათლება. 

 

 

✔️ გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება

 

 🔸 გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; 

🔸 ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე; 

🔸 გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში; 

🔸მანდატის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

 

📋 განაცხადის წარდგენა შეგიძლიათ 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: - UN.Rep@youthagency.gov.ge 

 

🌐 ინფორმაცია ვრცლად კონკურსის მიზნების, წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობების, კანდიდატის წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის, საკონკურსო თემატიკისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/n0289

 

 

#Human Rights
#Democratic Participation
#Hobbies and Interests
#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
76b ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi, Georgia
https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)