შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართათვის.
კონკურსის მიზანია: ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.
კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.
საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეისა და შევსებული საგანაცხადო ფორმის წარდგენა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 14 თებერვლიდან - 19 აპრილის 18:00 საათამდე ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://tinyurl.com/yhea95hm