წარმოგიდგენთ საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემიის (PPLA) პროგრამას: საერთაშორისო ურთიერთობების, კომპიუტერული მეცნიერებების, სამართლის, ეკონომიკის ან სხვა მომიჯნავე პროფესიის მქონე სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის.
პირველ ეტაპზე გაივლი ტრენინგს პოლიტიკის ფორმირებაში, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციაში, საჯარო ფინანსების მართვაში, გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობაში
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ 3 თვის განმავლობაში იმუშავებ რეალური პოლიტიკის პრობლემების გადაწყვეტაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად.
პროექტის ბოლოს შენს ნამუშევარს წარადგენ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ საჯარო პოლიტიკის კონფერენციაზე.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე, 2024 წლის 20 მარტამდე - http://tinyurl.com/mva6puak
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - https://www.orinstitute.ge/en/projects/6?fbclid=IwAR01apniEVkQY-0fd_64M5paI2Yg3P1xJypG2ZaGIbgVWJLkANo0DYDeBbk