Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის! Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის!
22 Apr. 2024
-
13 May. 2024
/
76b ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi, Georgia
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, აცხადებს მასშტაბურ საგრანტო კონკურსს.

 

კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია. სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:

 

მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;

 

მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

 

მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;

 

აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა;

 

ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება;

 

არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას;

 

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება).

 

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს.

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე -                                     grants-2@youthagency.gov.ge.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/sQRVX

#For Organizations
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
76b ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi, Georgia
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)