Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

98

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

313

logo



Login
ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო!
16 May. 2024
-
26 Jun. 2024
/
თბილისი
წასვლა
Youth Agency
226 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება, საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს.

 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს საქართველოში არსებული ახალგაზრდული ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას. კონკურსი იწვევს ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე არსებულ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ ინოვაციური წინადადებები ახალგაზრდების ჩართულობის გაუმჯობესებისთვის. 

 

ℹ️ საპროექტო წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია ორი თემატური მიმართულებით:

  1. კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა;
  2. ახალგაზრდების ინკლუზია.

საპროექტო ინიციატივის ბიუჯეტი არ უნდა ცდებოდეს 15,000 ევროს.

 

ℹ️ წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. ინიციატივის ნარატიული აღწერა (საგრანტო წინადადება);
  2. ბიუჯეტი;
  3. პროექტში ჩართული ადამიანების CV
  4. ორგანიზაციის რეგისტრაციის ცნობა.

 

ℹ️ დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მეილზე: natela.lagurashvili@giz.de, სათაურით Application_ EU4Youth_Name of the NGO. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 ივნისი, 2024.

 

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საგრანტო სახელმძღვანელოს შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/foCY8

 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე - natela.lagurashvili@giz.de; ასევე, 29 მაისსა და 12 ივნისს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ბმულები ხელმისაწვდომია საგრანტო სახელმძღვანელოში.

 

 

#Nature Protection
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)