ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"-თან, Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი-თან და Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG -თან ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.
სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია, გურიის რეგიონში მცხოვრები ქალების მხარდაჭერა ეკონომიკური პრობლემების დაძლევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები და შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე. ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 18 – 55 წლის აქტიურ ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.
ბანაკი გაიმართება 2024 წლის 1 ივლისიდან – 10 ივლისის ჩათვლით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივნისი, 18:00 საათი.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/fsXJT
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა –
