საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის 20-25 აგვისტოს გაიმართება STEAM ბანაკი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.
ბანაკის განმავლობაში 100 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთოს ტრენინგებსა და ვორქშოპებში STEAM მიმართულებებით და პროფესიის არჩევისას მიიღოს ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს:
პრაქტიკულ მეცადინეობებს
საინტერესო მოწვეული სპიკერების გაცნობასა და მოსმენას
გასართობ/გუნდურ თამაშებსა და აქტივობებს
სპორტულ აქტივობებს
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://survey.zohopublic.com/zs/3aD3Aq
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა - 20 ივლისი