პროექტის „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ (Empowering Future Leaders in the Digital Era) მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოში ახალგაზრდების ციფრული უნარებისა და ინოვაციების განვითარებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ახალგაზრდა ლიდერის ქსელი და მოხდება მათი ციფრული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ხუთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს - მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და გურია. მონაწილეები უნდა იყვნენ 16-30 წლის ასაკობრივ კატეგორიაში და უნდა წარმოადგენდნენ რომელიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან იყვნენ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ლიდერობის უნარები და ციფრული კომპეტენციები. ისინი ჩაერთვებიან ფიზიკურ ვორქშოფებსა და ონლაინ ტრენინგში, დაესწრებიან ვებინარებს ციფრულ პროფესიებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ ინდივიდუალური მენტორშიფი.
აქტივობების ჩამონათვალი თითოეული რეგიონისთვის:
1. ფიზიკური ვორქშოფი (შესაბამის რეგიონში) - "ლიდერობა ციფრულ სამყაროში".
2. ონლაინ ტრენინგი (შვიდი 2 საათიანი შეხვედრა ონლაინ) - თემატიკა: ციფრული წიგნიერება, კოლაბორაცია, კომუნიკაცია, კიბერუსაფრთხოება, ციფრული კონტენტის შექმნა და AI ხელსაწყოების გამოყენება.
3. ვებინარების სერია ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ.
4. ინდივიდუალური მენტორშიფი.
სააპლიკაციო ფორმის შევსების ვადები: 15-28 ივლისი
ფიზიკური შეხვედრები გაიმართება აგვისტოს თვეში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ მინიმუმ 2 კვირით ადრე.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/N5z6E6paUDoMTst67
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საბა ხერგიანს ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: skhergiani@gmail.com