Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
პროექტ „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ მონაწილეთა მიღება დაიწყო! Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
პროექტ „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ მონაწილეთა მიღება დაიწყო!
15 Jul. 2024
-
18 Jul. 2024
/
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, Georgia
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

პროექტის „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ (Empowering Future Leaders in the Digital Era) მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოში ახალგაზრდების ციფრული უნარებისა და ინოვაციების განვითარებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ახალგაზრდა ლიდერის ქსელი და მოხდება მათი ციფრული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ხუთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს - მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და გურია. მონაწილეები უნდა იყვნენ 16-30 წლის ასაკობრივ კატეგორიაში და უნდა წარმოადგენდნენ რომელიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან იყვნენ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

 

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ლიდერობის უნარები და ციფრული კომპეტენციები. ისინი ჩაერთვებიან ფიზიკურ ვორქშოფებსა და ონლაინ ტრენინგში, დაესწრებიან ვებინარებს ციფრულ პროფესიებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ ინდივიდუალური მენტორშიფი.

 

აქტივობების ჩამონათვალი თითოეული რეგიონისთვის:

1. ფიზიკური ვორქშოფი (შესაბამის რეგიონში) - "ლიდერობა ციფრულ სამყაროში".

2. ონლაინ ტრენინგი (შვიდი 2 საათიანი შეხვედრა ონლაინ) - თემატიკა: ციფრული წიგნიერება, კოლაბორაცია, კომუნიკაცია, კიბერუსაფრთხოება, ციფრული კონტენტის შექმნა და AI ხელსაწყოების გამოყენება.

3. ვებინარების სერია ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ.

4. ინდივიდუალური მენტორშიფი.

 

სააპლიკაციო ფორმის შევსების ვადები: 15-28 ივლისი

 

ფიზიკური შეხვედრები გაიმართება აგვისტოს თვეში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ მინიმუმ 2 კვირით ადრე.

 

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/N5z6E6paUDoMTst67

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საბა ხერგიანს ელ-ფოსტის შემდეგ  მისამართზე: skhergiani@gmail.com

#Innovations and Technology
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, Georgia
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)