ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეცნიერების ფესტივალი ტარდება, რომელიც 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
- 26-27 სექტემბერს ფესტივალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს;
- 27 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- 1 ოქტომბერს სამეცნიერო ფესტივალი ახალციხეში რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება;
- 3-4 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
- 18 - 19 ოქტომბერს ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთველის სახემწიფო უნივერსიტეტის ღია სივრცეში გაიმართება.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; "ჰორიზონტი ევროპა" - ეროვნული ოფისი; სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია; სსიპ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია; ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია); კრაკოვის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი (პოლონეთი); ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი).