Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

logo



Login
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2024 განაცხადების მიღება დაიწყო!
16 Sep. 2024
-
10 Oct. 2024
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.  კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის განმტკიცებას ქართულ მედიაში.   კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

 

ევროკავშირის პრიზის მფლობელები 7 კატეგორიაში გამოვლინდებიან ქვემოთ ჩამოთვლილი საპრიზო კატეგორიებიდან კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.

საპრიზო კატეგორიებია:

ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ბ.საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
დ. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
ე. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს საერთო ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ზ. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში;

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? 

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2023 წლის 30 ნოემბრიდან,  2024 წლის 10  ოქტომბრის ჩათვლით.

 

განაცხადის ფორმა და სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ შემდეგ გვერდზე განცხადების შევსება

 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა:  2024 წლის 10 ოქტომბერი.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს - https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/

 

#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)