ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა”, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსებას გრანტის სახით.
🤔💭 წარმოადგინე შენი ინიციატივა, რომლის განხორციელებაც გსურს, სრულყოფილად შეავსე საპროექტო განაცხადის ფორმა, წარმოადგინე ბაზრის კვლევის დამადასტურებელი ინვოისი, წარმატებით გაიარე გასაუბრება და მოიპოვე გრანტი 3️⃣ 0️⃣0️⃣0️⃣ ლარის ოდენობით.
მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა უნდა იყოს:
✅18-დან 29 წლის ჩათვლით აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე.
✅18-დან 29 წლის ჩათვლით აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ავტორიზებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი ან მოსწავლე.
✅აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელი პირია 18-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა. გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.
✅აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების რეგისტრაციიდან გასული არ არის არაუმცირეს 2 წელი და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდული მიმართულებები, აღნიშნული საქმიანობა განსაზღვრული უნდა იყოს ორგანიზაციის წესდებით. (აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზაციის წესდება და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროექტები.)
⛰️ უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს, რომელთა საპროექტო განაცხადი განხორციელდება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტ(ებ)ში.
💭ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების თემატიკა და მიზნები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მიმართულებებს:
👉 ჰუმანიტარული,
👉 საგანმანათლებლო,
👉 სამეცნიერო - კვლევითი,
👉 კულტურული,
👉 სპორტული,
👉 ეკოლოგიური,
👉 სოციალური.
*გარდა სამეწარმეო და კომერციული საქმიანობისა.
🤝 ❗ღონისძიებაში ჩართული ბენეფიციარი ვალდებულია:
👉პროექტის მიმდინარეობისას წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს შუალედური ანგარიში როგორც წერილობითი აგრეთვე ვიზუალური (ფოტო/ვიდეო) სახით;
👉პროექტის განხორციელების პერიოდის დასრულების შემდეგ, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დადგენილი წესით, 20 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, მიღებული გრანტის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ხარჯვასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე.
❌ ბენეფიციარის მიერ პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, შესყიდული საქონელი/მომსახურების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში ან/და ღონისძიებაში მონაწილე პირების მიერ ღონისძიებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრს უფლება აქვს, მოითხოვოს პროექტის ვადაზე ადრე შეწყვეტა, ცენტრსა და ღონისძიების ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
💵 წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 70%-ის ოდენობით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
💵 საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ავანსად მიღებული თანხის მიზნობრივი ხარჯვისა და დარჩენილ თანხაზე (30%) აღებული ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
❌ პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა
👉 პროექტის ორგანიზაციულ ნაწილში ჩართული პირების ხელფასი;
👉 ჰონორარი;
👉 იჯარა.
გრანტის მოსაპოვებლად შეავსე საპროექტო განაცხადის ფორმა და ატვირთე შესაბამის გრაფაში!
🧑💻შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ეტაპობრივად, 15 დღეში ერთხელ.