ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას.
UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში და შეერკინო ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.
შეავსე სააპლიკაციო ფორმა აარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://cutt.ly/ieRncEkn
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2024 წლის 2 ოქტომბერი, 23:59 საათი
შერჩევის ეტაპები
- პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
- მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.
პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი
პროგრამა წარიმართება დისტანციურად.
4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნებათ რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/oxb4g