#TSYC აგრძელებს კამპანიას #ეკოგანათლებასაქართველო #EcoEdGeo და გიწვევთ ერთ დღიან გასვლით ვორქშოფზე, რომელიც 12 ოქტომბერს ზედაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
პროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ცნობიერების ამაღლებას, ინიციატივებისა და შემოქმედებითი მიდგომის წახალისებას.
პროექტი ითვალისწინებს პრაქტიკულ-შემეცნებითი აქტივობებით ახალგაზრდებისთვის ინტერესების გაღვივებას გარემოს დაცვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტი "ეკო-რენესანსი“ ორ კომპონენტს მოიცავს:
- ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობის - "მეორე სიცოცხლის“ შესახებ ვორქშოპსა და
- საგანმანათლებლო-შემეცნებით კომპონენტს, მათ შორის "მწვანე ხალიჩასა“ და "ეკო - რა? სად? როდის?“
ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია თბილისში მცხოვრები 18-25 წლის პირებისათვის.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება არაუგვიანეს 10 ოქტომბრის 23:59 საათამდე.
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება და ვოქშოფისათვის საჭირო ინვენტარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://youthtbilisi.ge/aqtivoba/eko-renesansi