მოკლევადიანი - 2 თვე - პროექტი განკუთვნილია შშმ ახალგაზრდებისათვის (18-30 წ.წ.) + შეიძლება წაყვეს დამხმარე, რომლის ასაკი არ არის შეზღუდული.
ადგილმდებარეობა - Lunteren, Netherlands - ლუნტერენ, ნიდერლანდები
განხორციელების პერიოდი - ნოემბერი-დეკემბერი 2024 წ.
ამ პროექტში უკვე ჩართული იყო 3 მოხალისე საქართველოდან თავისი დამხმარეებით. პროექტი მოიცავს საქმიანობას პატარა კაფეში: https://www.aantafellunteren.eu/
ვრცელი ინფორმაცია : https://cutt.ly/qeOQYKSY
კანდიდატმა CV და სამოტივაციო წერილი (ორივე ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნოს მეილზე: sycguria@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადა 20 ოქტომბერი 2024 !!!
მოთხოვნა კანდიდატების მიმართ:
- ასაკი: 18-30 წ.წ.
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
პროექტი დაფინანსებულია #EuropeanSolidarityCorps-ის ფარგლებში და ფარავს:
- საერთაშორისო მგზავრობის ხარჯს;
- ვიზის მიღების ხარჯებს;
- სამედიცინო დაზღვევას;
- ბინის და კომუნალურ ხარჯებს;
- მოხალისეს ეძლევა ჯიბის და კვების თანხა.
რას მიიღებს მოხალისე?
მას ჩაუტარდება ადგილობრივი ენის კურსები;
ექნება შესაძლებლობა იმოგზაუროს ნიდერლანდებში;
შეიძენს მეგობრებს, მიიღებს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს;
პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს YouthPass სერტიფიკატს.
"ევროპის სოლიდარობის კორპუსის" პროექტებში მონაწილეობისათვის თქვენ დაგჭირდებათ რეგისტრაციის გავლა პროგრამის ვებ-გვერდზე: https://cutt.ly/Gep7VNi0