2024 წლის საუკეთესო მოხალისეთა გამოსავლენად მოზარდებისა და ახალგაზრდების ნომინირება იწყება!
ღონისძიება ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency მხარდაჭერით იმართება.
წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირება მიმდინარეობს აპლიკაციით https://forms.gle/Q11U7CzbfqmwoZFB8 ამა წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
მოხალისეების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს; ასევე თავად მოხალისეს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი თავის ნომინირება.
გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩევა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდება: განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა.შ.
საუკეთესო მოხალისეებს საქართველოს მასშტაბით სპეციალური კომისია გამოავლენს, ხოლო მოხალისეთა დაჯილდოება 5 დეკემბერს გაიმართება!
