17-24 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) ჩატარდება STEM მასტერკლასები, რომლის თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“.
ქართველი მეცნიერები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ, ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტის მიზანია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ კარიერასა და საგანმანათლებლო განვითარებაში.
ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების განვითარებას და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების გამოცდილების ინვესტირებას საქართველოში.
მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, შევსებული აპლიკაციის მიხედვით.
მასტერკლასებზე დასწრება უფასოა!
გურჯაანში შეხვედრა გაიმართება - 17-18 დეკემბერს! დარეგისტრირდით - www.speech.ge
