Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

313

logo



Login
მედიაწიგნიერების ჰაკათონისთვის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო!
07 Nov. 2024
-
24 Nov. 2024
/
50/18 Ketevan Tsamebuli Avenue, თბილისი 0144, Georgia
Youth Agency
226 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები


ჰაკათონის მიზანია ახალგაზრდები, სფეროს სპეციალისტები და მომავალი სტარტაპერები დააფიქროს მედიაწიგნიერების გარშემო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, აამაღლოს ცნობიერება იმ შესაძლებლობებზე, რაც ციფრული მედიის ინდუსტრიაში არსებობს.

 

რა იქნება წლევანდელი ჰაკათონის თემები?
• დეზინფორმაცია
• ციფრული წიგნიერება
• კიბერუსაფრთხოება

 

რა იქნება ჰაკათონის ჯილდო?
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 5 000 ლარი.
მეორე ადგილოსანს - 3000 ლარი.
მესამე ადგილოსანს - 1 000 ლარი.

 

ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების ცოდნა. თუმცა, თუ გაქვს ვიდეო თამაშების, აპლიკაციების და ვებსაიტების შექმნის გამოცდილება, ეს აუცილებლად წაგადგება.

გუნდის წევრების რაოდენობა 2-5.

 

როგორ წარიმართება ჰაკათონი?
ჰაკათონის მონაწილე გუნდები ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ გამოცხადებული თემების გარშემო.

 

მონაწილეები არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევას ეცდებიან - შეიმუშავებენ პროექტებს და პროდუქტის MVP-ს ან პროტოტიპს.

 

პროექტებს წარადგენენ ჟიურის წინაშე.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან.

 

რა კრიტერიუმებით გამოვლინდება გამარჯვებული?

  • პრობლემის რელევანტურობა
  • გადაწყვეტის ეფექტურობა
  • პროექტის მდგრადობა

აპლიკაციების მიღება წარმოებს 24 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე, მონაწილეობას მიიღებს ათი შერჩეული გუნდი.

 

ჰაკათონის განრიგი:

29 ნოემბერი - ჰაკათონის გახსნა და პროექტებზე მუშაობა
30 ნოემბერი - ტრენინგები და მენტორშიფი
1დეკემბერი - დაჯილდოება
თუ გსურს ჰაკათონში მონაწილეობის მიღება, დარეგისტრირდი

ჰაკათონი ტარდება კომუნიკაციების კომისიისა და მედიალაბის ორგანიზებით, იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში.

#Innovations and Technology
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
50/18 Ketevan Tsamebuli Avenue, თბილისი 0144, Georgia
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)